ახალი ამბები

რობაქიძის უნივერსიტეტში, საერთაშორისო კონფერენციაზე

8 ივლისი 2015

2015 წლის 8 ივნისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.

კონფერენციაში მონაწილეობას იღებდა გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი ნათია ნაჭყებია.

საერთაშორისო კონფერენციაზე რამდენიმე ნომინაცია იყო.

ნათია ნაჭყებიამ სამართლის სექციის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა და ნომინაციაში „აქტუალური თემატიკა“ ჟიურის მოწონება დაიმსახურა.