ახალი ამბები

რეზო და ბავშვები GTUNI-ში

26 აპრილი 2023

2023 წლის 25 აპრილს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტს ყველასთვის საყვარელი მუსიკალური ბენდი: ,,რეზო და ბავშვები" ეწვია.

გაზაფხულის თბილი და მზიანი დღეების აღსანიშნავად, სტუდენტების და ბენდის წარმომადგენლების შეხვედრა უნივერსიტეტის კამპუსის გარე სივრცეში, სასიამოვნო და მეგობრულ გარემოში შედგა. შეხვედრას, სტუდენტებთან ერთად, აბიტურიენტებიც ესწრებოდნენ.

ბენდის წევრებმა გაიხსენეს მუსიკალური ბენდის შექმნის ისტორია. ისაუბრეს ქართული ენის, მუსიკისა და კულტურის მნიშვნელობაზე, ყურადღება გაამახვილეს საავტორო მუსიკის პოპულარიზაციის, ქართული ფოლკლორისა და სხვადასხვა მუსიკალური მიმდინარეობის თაობაზე.

შეხვედრას ესწრებოდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან მოწვეული ჩინელი პედაგოგი Ray Mingmin.

ბენდმა სტუდენტებისთვის რამდენიმე ნაწარმოები შეასრულა და სამახსოვრო ფოტოების გადაღებითაც დააფიქსირა უნივერსიტეტში სტუმრობა.

იხილეთ ფოტოგალერეა...