ახალი ამბები

უმაღლესი სასწავლებლების რექტორთა საბჭოს მორიგ სხდომაზე

1 ნოემბერი 2017

გუშინ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა რექტორთა საბჭოს მორიგ სხდომას უმასპინძლა.

რექტორთა საბჭოს სხდომის მუშაობაში მონაწილეობდა გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი მათიაშვილი.

უმაღლეს სასწავლებელთა რექტორთა საბჭომ დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი მოისმინა, მათ შორის, სასწავლო დაწესებულებთა ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ახალ სტანდარტებთან დაკავშირებული საკითხები, საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობის შედეგები 2017 წელს შეფასებულ პროგრამებში და მათი ჩართვის საკითხი 2018 წელს შესაფასებელ საგანმანათლებლო პროგრამებში.

სხდომაზე გაჟღერდა რამდენიმე ინიციატივა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებთან, საერთაშორისო სტუდენტებთან დაკავშირებით და სხვა.