მეორე ტური 2014 წლის 10 აპრილს გაიმართება.
კურსდამთავრებულები და მეგობრები
მარიამ კუტალია
საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო
გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი - ადგილი, სადაც გავიზარდე პროფესიული თვალსაზრისით და ჩამოვყალიბდი დამოუკიდებელ პიროვნებად. უნივერსიტეტი, სადაც პირველივე დღიდან თავს ისე ვგრძნობდი, როგორც ოჯახში. აკადემიური პერსონალის, რექტორატისა და თითოეული თანამშრომლის თბილი დამოკიდებულება სტუდენტების მიმართ, კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა, მაღალი დონის განათლების მიღების საშუალება, პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლება, საერთაშორისო პროგრამების ფარგლებში ჩატარებული ლექცია-სემინარები - აი, ყველაფერი ის, რაც ხდის გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტს ფასეულს და კონკურენტუნარიანს საქართველოს მასშტაბით.
ბედნიერი ვარ, რომ ოთხი წლის განმავლობაში ვიყავი ამ უნივერსიტეტის ბაკალავრიატის წარჩინებული სტუდენტი, გურამ თავართქილაძის სახელობითი სტიპენდიანტი და ჩემი პირველი სამსახურიც ჩემი უნივერსიტეტის დახმარებით დავიწყე.
ახალი ამბები
რეკლამების კონკურსი 2014 - პირველი ტური
2014 წლის 20 მარტს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში „რეკლამების კონკურსი - 2014“ პირველი ტური - ექსპრომტი ჩატარდა.
კონკურსში თვრამეტი გუნდი იღებდა მონაწილეობას.
კონკურსანტებს უნდა წარმოედგინათ სარეკლამო იდეა ჟიურის მიერ შეთავაზებულ ექვს პროდუქტზე - კეცი, დედას პური, ბურთი, ჩოხა, ავტომობილი ბენტლი, გორგოლაჭები.
დავალების შესასრულებლად გუნდებს 30 წუთი მიეცათ.
ეს ტური იმითაც იყო გამორჩეული, რომ კონკრეტული დავალების შესრულებაში ჩართული იყო აუდიტორიაც, რომელიც ამ შემთხვევაში მომხმარებლის როლში გამოდიოდა.
კონკურსის წესებიდან გამომდინარე, გუნდები შეფასდნენ როგორც ჟიურის მიერ შედგენილი კრიტერიუმებით - კრეატიულობა, შემოქმედებითი მხარე, პრეზენტაციის უნარი, დროში განსაზღვრულობა, ასევე მომხმარებლის მიერ ნაყიდი პროდუქტების რაოდენობის მიხედვით.
გუნდების საბოლოო რეიტინგი ჟიურის ქულებისა და მომხმარებლის შესყიდვების საბოლოო შეფასებების ჯამით უნდა განსაზღვრულიყო.
მოსაფიქრებელი დროის გასვლის შემდეგ გუნდებმა საინტერესო სარეკლამო იდეები წარმოადგინეს და საპრიზო ადგილებიც შემდეგნაირად გადანაწილდა: Phoenix – 84 ქულა; Personas de Mentalidad – 81 ქულა; პოზიტივ Group – 77 ქულა.
მეორე ტური 2014 წლის 10 აპრილს გაიმართება.








