ახალი ამბები

რეკლამების კონკურსი - 2014 დასრულდა

5 მაისი 2014
2014 წლის 5 მაისს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში „რეკლამების კონკურსი - 2014“ დასკვნითი მესამე ტური ჩატარდა.

ფინალურ ტურში ოთხი გუნდი იღებდა მონაწილეობას: „SCD“, „Phoenix“, „ბავშვები 402-ე ოთახიდან“ და „რაჭა ჩემი სიყვარული“.
კონკურსის მონაწილეებს, წინასწარ მიცემული საშინაო დავალებიდან გამომდინარე, უნდა მოეფიქრებინათ სარეკლამო რგოლის სიუჟეტი, საბანერო რეკლამა და სლოგანი.

რაც შეეხება კონკურსის მონაწილეთა შეფასებას, შეფასების კრიტერიუმები ამჯერადაც უცვლელი იყო: კრეატიულობა, შემოქმედებითი უნარი, პრეზენტაციის უნარი და დროში განსაზღვრულობა.

უნდა ითქვას, რომ კონკურსში მონაწილე ოთხივე გუნდის წევრებმა ღირსეულად წარმოადგინეს საკუთარი იდეა და სარეკლამო რგოლის საკმაოდ საინტერესო ხედვა შესთავაზეს ჟიურის წევრებსა და დამსწრე საზოგადოებას.

თუმცა, ჟიურის წევრთა საბოლოო გადაწყვეტილებით, გამარჯვება გუნდ „Phoenix” (ოთარ დევაძე, გიორგი ცოფურაშვილი, ნინო ლუხუტაშვილი, თამთა საბანაძე, გვანცა ჩოკოლაშვილი) ხვდა წილად.

გამარჯვებული გუნდის წევრებს სერტიფიკატები გადაეცემათ.

იხილეთ ფოტო გალერეა...