ახალი ამბები

რეჟისორი გიორგი ებრალიძე სტუდენტებს შეხვდა

13 ნოემბერი 2015

2015 წლის 13 ნოემბერს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტები, სასწავლო ფორმატის ფარგლებში, რეჟისორ გიორგი ებრალიძეს შეხვდნენ.

შეხვედრის დასაწყისში სტუმარმა მოკლედ მოუთხრო სტუდენტებს საკუთარი თავის, შემოქმედებითი საქმიანობის, მიმდინარე სამუშაო თუ სამომავლო გეგმების თაობაზე.

სასწავლო შეხვედრაზე გიორგი ებრალიძემ სტუდენტებს რამდენიმე სარეკლამო რგოლის პრეზენტაცია წარმოუდგინა. ისაუბრა მარკეტინგის ძირითად პრინციპებზე, რეკლამის გადაღების დროს რას უნდა მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება, რა სხვაობაა დოკუმენტურ ფილმსა და რეკლამას შორის, რამდენად შრომატევადია რეკლამის გადაღება და ა. შ.

შეხვედრის დასასრულს სტუმარმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო.