ახალი ამბები

ERASMUS MUNDUS - სამეცნიერო კვლევები ჩატარდება

22 მაისი 2014
ამ დღეებში გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის ფინანსებისა და ეკონომიკის კათედრის პროფესორმა ლია თოთლაძემ ERASMUS MUNDUS პროგრამის ფარგლებში ორი კვლევითი სტიპენდია მოიპოვა: BACKIS (EMA2 – 1015) კვლევითი პროექტისათვის, რომელიც გულისხმობს სამეცნიერო კვლევას: „წინმსწრებ, თანამდევ და ლაგურ მაკროეკონომიკურ ინდიკატორებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირების ეკონომეტრიკული მოდელირება“ და სილაბუსს სასწავლო კურსისათვის. მობილობა განხორციელდება ანტვერპენის (ბელგია) უნივერსიტეტში ერთი თვის განმავლობაში და მობილობის პროგრამის HUMERIA ფარგლებში კვლევითი პროექტისათვის: „მაკროეკონომიკურ ინდიკატორებსა და უძრავი ქონების ფასებს შორის დამოკიდებულება“.
ევროკომისიის პროგრამა ERASMUS MUNDUS არის თანამშრომლობისა და მობილობის პროგრამა უმაღლესი განათლების სფეროში, რომელიც მიმართულია ევროპული უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის ხარისხის გაუმჯობესებისაკენ და ხელს უწყობს დიალოგსა და ურთიერთგაგებას ხალხსა და კულტურებს შორის მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობის საფუძველზე.