პირველი ქართული გაზეთის გამოსვლიდან 195 წელი გავიდა.
კურსდამთავრებულები და მეგობრები
მარიამ კუტალია
საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო
გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი - ადგილი, სადაც გავიზარდე პროფესიული თვალსაზრისით და ჩამოვყალიბდი დამოუკიდებელ პიროვნებად. უნივერსიტეტი, სადაც პირველივე დღიდან თავს ისე ვგრძნობდი, როგორც ოჯახში. აკადემიური პერსონალის, რექტორატისა და თითოეული თანამშრომლის თბილი დამოკიდებულება სტუდენტების მიმართ, კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა, მაღალი დონის განათლების მიღების საშუალება, პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლება, საერთაშორისო პროგრამების ფარგლებში ჩატარებული ლექცია-სემინარები - აი, ყველაფერი ის, რაც ხდის გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტს ფასეულს და კონკურენტუნარიანს საქართველოს მასშტაბით.
ბედნიერი ვარ, რომ ოთხი წლის განმავლობაში ვიყავი ამ უნივერსიტეტის ბაკალავრიატის წარჩინებული სტუდენტი, გურამ თავართქილაძის სახელობითი სტიპენდიანტი და ჩემი პირველი სამსახურიც ჩემი უნივერსიტეტის დახმარებით დავიწყე.
ახალი ამბები
ქართული პრესის დღე უნივერსიტეტში
2014 წლის 21 მარტს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებმა პირველი ქართული გაზეთის გამოსვლიდან 195 წლისთავი აღნიშნეს.
დარბაზში თავშეყრილ სტუდენტებს პირველი „ქართული გაზეთის“ – „საქართველოს გაზეთის“ (1819 წ.) დაარსებისა და გამოცემის თაობაზე ესაუბრა პროფესორი დალი ჩიკვილაძე. მისი თქმით, „ქართული გაზეთი“ იმდროინდელ საქართველოში ერთადერთი პერიოდული გამოცემა იყო და ქართული ჟურნალ-გაზეთების გამოცემის ისტორიაც სწორედ აქედან იღებს სათავეს და ა. შ.
ბეჭდურ მედიაში მცირე ექსკურსი შემდეგ სცენა საქართველოს დამსახურებულ არტისტს თინათინ ელბაქიძეს დაეთმო და ქალბატონმა თინათინმაც, მისთვის დამახასიათებელი ოსტატობით, დარბაზში მსხდომნი ცნობილი ქართველი მწერლის, მთარგმნელის, კრიტიკოსისა და ლიტერატურათმცოდნე გერონტი ქიქოძის პუბლიცისტური წერილების საიდუმლოებას აზიარა.
დასასრულს სტუდენტებმა თინათინ ელბაქიძესთან სამახსოვრო სურათები გადაიღეს.








