ახალი ამბები

საჯარო ლექცია ნოტარიატის საკითხებზე

4 მაისი 2012

2012 წლის 4 მაისს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის წევრმა ნინო ხოფერიამ, სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, საჯარო ლექცია წაიკითხა.

ქალბატონმა ნინომ ისაუბრა ნოტარიუსის ინსტიტუტის, მისი შექმნისა და თავდაპირველი საქმიანობის შესახებ. თქვა, რომ ნოტარიატი საფუძველს ჯერ კიდევ მე–4 საუკუნიდან იღებს და თავდაპირველი ნოტარიუსები გადამწერები იყვნენ.

მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა...

საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ ფუნქციონირება 1996 წლის 3 მაისს ,,ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დაიწყო, რომლითაც განისაზღვრა საქართველოში ნოტარიატის მოწყობისა და ნოტარიუსის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები.

ქალბატონმა ნინომ თქვა, რომ დღეს ნოტარიუსთა პალატა ნოტარიუსთა სავალდებულო წევრობაზე დაფუძნებული და თვითმმათველობის პრინციპზე აგებული ნოტარიუსების გაერთიანებაა. კანონის თანახმად, ნოტარიუსთა პალატა წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს.

შეიცვალა დრო და დროსთან ერთად საკანონმდებლო ბაზაც დაიხვეწა, თავად ნოტარიუსთა ფუნქციაც გაიზარდა: ნოტარიატმა ქორწინებისა და განქორწინების ფუნქცია შეითვისა, ახორციელებს სანოტარო მედიაციას, სასამართლოს გვერდის ავლით შესაძლებელია სააღსრულებლო აქტების აღსრულება, შეითავსა საჯარო რეესტრის ფუნქციები, გასცემს ონლაინ მინდობილობებს, შესაძლებელია ონლაინ რჟიმში დაიგეგმოს ნოტარიუსთან შეხვედრა–კონსულტაცია და ა. შ.

შეხვედრამ კითხვა–პასუხის რეჟიმში ჩაიარა.