კურსდამთავრებულები და მეგობრები

ელენე მარგალიტაშვილი

ელენე მარგალიტაშვილი

მთავარი არხის დილის გადაცემა  ,,შენი დილა”  - ჟურნალისტი


გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი საუკეთესო არჩევანია, რაც ცხოვრებაში გამიკეთებია!

ეს არის ადგილი, სადაც გამჩნევენ; ადგილი, სადაც უკეთესი ადამიანი ხდები; ადგილი, რომელიც თავიდან თითქოს შორი, შემდეგ კი ყველაზე ახლობელია.

სადაც არ უნდა ვისწავლო, რომელი უნივერსიტეტის სახელიც არ უნდა შეემატოს ჩემს ბიოგრაფიას, ყოველთვის, როდესაც კითხვას დამისვამენ, ყველაზე დიდი სიამაყით, სითბოთი და სიყვარულით ვუპასუხებ, რომ მე გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის  სასწავლო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ვსწავლობდი! 

 


ახალი ამბები

საჯარო ლექცია მომავალი იურისტებისათვის

30 მაისი 2011

2011 წლის 30 მაისს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტს ცნობილი იურისტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კილის უნივერსიტეტის პროფესორი ლადო ჭანტურია ეწვია. ბატონი ლადო გერმანიიდან საქართველოში სულ რამდენიმე დღით იყო ჩამოსული და უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის სამოქალაქო კოდექსის შესახებ საჯარო ლექცია წაიკითხა.

ლექციას უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის პირველი და მეორე კურსის სტუდენტები და ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ.

საჯარო ლექციის დაწყებამდე უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა გიორგი მათიაშვილმა ისაუბრა ლადო ჭანტურიას ბიოგრაფიაზე, მის ღვაწლსა და დამსახურებაზე სამოქალაქო სამართალის განვითარებისა და ჩამოყალიბების საქმეში. სამართლის ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა შენგელი ფიცხელაურმა მადლობა გადაუხადა სტუმარს თავისუფალი დროის გამონახვისა და უნივერსიტეტში მობრძანებისათვის.

პროფესორმა ლადო ჭანტურიამ გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა მისი ავტორობით გამოცემული სახელმძღვანელო „კანონი და მართლმსაჯულება პოსტსაბჭოთა ეპოქაში“.

ლექციის შესავალ ნაწილში ბატონი ლადო შეეხო ქართულ სამართალს, სტუდენტებს აუხსნა, თუ რა განსხვავებაა კონტინენტური ევროპის სამართალსა, რომელსაც მიეკუთვნება ქართული სამართალი, და ინგლისურ-ამერიკულ სამართალს შორის.

ლექციის დროს მიმოიხილა რომის სამართლის მნიშვნელობა, ისაუბრა კანონის აუცილებლობასა და კანონშემოქმედებაზე.

ლექციის ბოლოს განიხილა ქართული სამოქალაქო კოდექსი და ისაუბრა იმ ცვლილებებზე, რომელიც კოდექსში იქნა შეტანილი.

საჯარო ლექციის დასრულების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.