ახალი ამბები

პროფესორ ედიშერ ფუტკარაძის ნაშრომი კანსაის უნივერსიტეტის ჟურნალში დაიბეჭდა

22 ივნისი 2023

ამ დღეებში საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის(გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი) პროფესორის ედიშერ ფუტკარაძის ნაშრომი კანსაის უნივერსიტეტის(იაპონია) ჟურნალში დაიბეჭდა.

სამეცნიერო ნაშრომის სახელწოდებაა ,,სურვილის მნიშვნელობა სისხლისსამართლებრივი და კრიმინოლოგიური თვალსაზრისით“.

ნაშრომი დაბეჭდილია გერმანულ და იაპონურ ენებზე.

აღნიშნული ნაშრომი კიდევ ერთი შესანიშნავი საჩუქარია დარგის სპეციალისტებისა და ამ თემით დაინტერესებულ პირთათვის.

უცხოელ კოლეგებთან სამეცნიერო თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება..