ახალი ამბები

პროფესიული ორიენტაციის პროექტი სკოლის მოსწავლეებისათვის

14 ნოემბერი 2021

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისათვის, კარიერული სკოლის ფარგლებში, პროფესიული ორიენტაციის პროექტი მიმდინარეობს.

ეს არის პროექტი, რომელსაც ყველა სკოლის მოსწავლე მოუთმენლად ელოდა.

მოსწავლეებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, უფრო მეტი გაიგონ სხვადასხვა პროფესიის თაობაზე, მიიღონ საუკეთესო გამოცდილება და ჩაერთონ პროფესიულ თავგადასავლებში.

პროექტის მონაწილეებს, ერთი თვის განმავლობაში, საინტერესო, შემოქმედებითად დახუნძლული და გამოწვევებით სავსე თავგადასავლები ელოდებათ.

პროექტი ხორციელდება შემდეგი მიმართულებებით:

  • ჟურნალისტიკა,
  • ფსიქოლოგია,
  • ბიზნესი,
  • ტურიზმი,
  • სამართალი.

შეხვედრები ტარდება როგორც ONLINE, ასევე უნივერსიტეტის აუდიტორიებსა და სასწავლო ლაბორატორიებში.

იხილეთ ფოტოგალერეა...