ახალი ამბები

პროფესიონალის შეხვედრა მომავალ კოლეგებთან

20 ნოემბერი 2015

2015 წლის 20 ნოემბერს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტები, სასწავლო ფორმატის ფარგლებში, ჟურნალისტ გოჩა ხუნდაძეს შეხვდნენ.

შეხვედრის დასაწყისში სტუმარმა მოკლედ მოუთხრო სტუდენტებს საკუთარი ბიოგრაფია, გაიხსენა ჟურნალისტად მოღვაწეობის პერიოდი, ისაუბრა ზოგადად ტელევიზიის ფუნქციების, სარედაქციო პოლიტიკის, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ როლსა და დანიშნულებაზე, ახალგაზრდებში განათლებისა და პროფესიონალიზმის აუცილებლობის თაობაზე და მეტი პასუხისმგებლობისა და ცოდნის დაუფლებისაკენ მოუწოდა მომავალ კოლეგებს.

გოჩა ხუნდაძემ უპასუხა სტუდენტების შეკითხვებს და შეხვედრის დადასრულს სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო მათთან.