ახალი ამბები

პროექტის მორიგი სტუმარი სამართლის ფაკულტეტის დეკანი აღმოჩნდა

25 მაისი 2018

გუშინ გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში, სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით, დაწყებული ახალი პროექტის - „ჩაი ჩვენს ლექტორებთან” დამსწრე აუდიტორიის სტუმარი სამართლის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი შენგელი ფიცხელაური აღმოჩნდა.

სტუდენტებთან შეხვედრა გულწრფელი და საკმაოდ საინტერესო გამოვიდა.

სტუმარმა მოკლედ ისაუბრა თავის განვლილ ცხოვრებაზე, სპორტულ მიღწევებსა და პროფესიულ ნიუანსებზე,

შემდეგ იყო სტუდენტებისაგან დასმული საინტერესო კითხვები და არგუმენტირებული პასუხები.

მსგავსი ხასიათის შეხვედრების სერია კვლავაც გრძელდება.