ახალი ამბები

პროექტი: ახალგაზრდები გლობალური მიზნებისთვის

24 დეკემბერი 2022

2022 წლის 24 დეკემბერს, GTUNI-ში AIESEC საქართველოს პროექტი: ,,ახალგაზრდები გლობალური მიზნებისთვის” ჩატარდა!

გაერთიანებული ერების მიერ შემუშავებული 17 მდგრადი განვითარების მიზანი ჩვენი ყოველდღიურობის შემადგენელ უამრავ საკითხს ეხება, რომელიც უშუალოდაა კავშირში ჩვენს მომავალთან. თითოეული ინდივიდის როლი საერთაშორისო და ადგილობრივი კეთილდღეობის მიღწევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

პროექტი მიზნად ისახავდა:

  • ახალგაზრდებში გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ ინფორმაციის გავრცელებასა და პრაქტიკულ აქტივობებში ჩართულობას;
  • ცნობიერების გაზრდას ,,მსოფლიო მოქალაქეობის" შესახებ და საქართველოში ჯანსაღი, ინკლუზიური საზოგადოების კულტურის დამკვიდრებას;
  • მოწვეული სპიკერების გამოცდილების გაზიარებას.

ღონისძიების სპიკერები:

  • დავით ესათია - საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში;
  • ელენე ლაგვილავა და სოფო ჯიბღაშვილი - ორგანიზაცია Moore, Abc-ის წარმომადგენლები;
  • ნანი კობახიძე - Linton Group-ის და Linton Academy-ს დამფუძნებელი და დირექტორი.

პროექტი გაეროს მდგარი განვითარების მე-10 და მე-16 მიზანს ეხებოდა, რომელშიც მონაწილეობდნენ 16-20 წლამდე ახალგაზრდები მთელი საქართველოს მასშტაბით.

გუნდებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები და იმიტირებული სცენები, იმის შესახებ, თუ რა სახის უთანასწორობას ხვდებიან გარშემო და როგორი ქმედებებით ცდილობენ მათ აღმოფხვრას.

GTUNI მადლობას უხდის AIESEC საქართველოს მნიშვნელოვანი პროექტის ორგანიზებისთვის. ასევე, ღონისძიების პარტნიორებს, მოწვეულ სპიკერებს და მონაწილეებს პროექტში ჩართულობისთვის.