ახალი ამბები

უნივერსიტეტში სასწავლო პროგრამების პრეზენტაცია მოეწყო

1 ივნისი 2012

2012 წლის 1 ივნისს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის მეორე სასწავლო წლის სტუდენტებისათვის, სპეციალობების არჩევასთან დაკავშირებით, სასწავლო პროგრამების პრეზენტაცია მოეწყო.

ტურიზმის სპეციალობით დაინტერესებული სტუდენტებისათვის პრეზენტაცია გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, პროფესორმა მაია უკლებამ გააკეთა.

ქალბატონმა მაიამ ისაუბრა ზოგადად ტურიზმის, ამ სპეციალობის, სასწავლო პროგრამის მეთოდებსა და სწავლების საფეხურებზე, საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის იმ პრიორიტეტებსა და გამოწვევებზე, რომელიც ასე პერსპექტიულია ჩვენი ქვეყნისა და ზოგადად ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისათვის.

რაც შეეხება კონკრეტულად ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობას და ამ სპეციალობასთან დაკავშირებულ მიმართულებებს, ამ საკითხებზე სტუდენტებს ბიზნესის მართვის კათერდის გამგე, პროფესორი ლალი ჩაგელიშვილი ესაუბრა.

ქალბატონმა ლალიმ ისაუბრა პროგრამის სტრატეგიის, სწავლების საფეხურების, აქტუალობისა და პერსპექტივების შესახებ.

პროფესორ ლალი ჩაგელიშვილის თქმით, წარმოდგენილი პროგრამა მოქნილია, მოიცავს არჩევითი საგნების ფართო სპექტრსა და თავისუფალი კომპეტენციების დისციპლინებს. პროგრამის ძლიერ მხარებს განეკუთვნება მარკეტინგული კვლევების გადაწყვეტილების მიღების, ოპერაციული მენეჯმენტის, საბანკო საქმის, ფინანსური მენეჯმენტის, პროექტების მართვის, სპეციალური კომპიუტერული პროგრამებით სწავლება.

სასწავლო პროგრამების პრეზენტაციას ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გელა ალადაშვილი ესწრებოდა.

ახლა უკვე, სპეციალობების არჩევანთან დაკავშირებით, ჯერი თავად სტუდენტებზეა.