კურსდამთავრებულები და მეგობრები

ელენე მარგალიტაშვილი

ელენე მარგალიტაშვილი

მთავარი არხის დილის გადაცემა  ,,შენი დილა”  - ჟურნალისტი


გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი საუკეთესო არჩევანია, რაც ცხოვრებაში გამიკეთებია!

ეს არის ადგილი, სადაც გამჩნევენ; ადგილი, სადაც უკეთესი ადამიანი ხდები; ადგილი, რომელიც თავიდან თითქოს შორი, შემდეგ კი ყველაზე ახლობელია.

სადაც არ უნდა ვისწავლო, რომელი უნივერსიტეტის სახელიც არ უნდა შეემატოს ჩემს ბიოგრაფიას, ყოველთვის, როდესაც კითხვას დამისვამენ, ყველაზე დიდი სიამაყით, სითბოთი და სიყვარულით ვუპასუხებ, რომ მე გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის  სასწავლო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ვსწავლობდი! 

 


ახალი ამბები

პრაქტიკაზე სამინისტროში - მინისტრი პრაქტიკანტებს შეხვდა

18 მარტი 2014
დღეს, 2014 წლის 18 მარტს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტსა და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის მენეჯმენტისა და ფინანსების სპეციალობის სტუდენტები თათია ყურაშვილი და ანა ლობჟანიძე სამინისტროში სამი თვით მიავლინეს.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრთან პრაქტიკანტების შეხვედრას დაესწრო თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი ბექა გულედანი, რომელიც უკვე ერთი თვეა სასჯელაღსრულების სამინისტროში გადის სტაჟირებას.

გასულ წელს სტაჟირებაზე წასული სტუდენტი, უწყების ხელმძღვანელთა გადაწყვეტილებით, სამინისტროში დასაქმდა.

სოზარ სუბარმა სტუდენტებს პრაქტიკის გავლის შესაძლებლობა მიულოცა და წარმატებები უსურვა მათ.