ახალი ამბები

პოლონეთში საერთაშორისო კონფერენციაზე - არბიტრაჟი და მედიაცია თეორიასა და პრაქტიკაში

29 აპრილი 2016

2016 წლის 22-28 აპრილს პოლონეთში ჩატარდა ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით „არბიტრაჟი და მედიაცია თეორიასა და პრაქტიკაში“.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ მსოფლიოს წამყვანი საარბიტრაჟო და სამედიატორო ინსტიტუტების წარმომადგენლები, იურისტები და ექსპერტები. კონფერენციას მასპინძლობდა პოლონეთის სავაჭრო პალატასთან არსებული არბიტრაჟი - Court of at the Nowy Tomyśl Chamber of Commerce

კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდა გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი ნიკოლოზ ფიცხელაური.

მისი მოხსენების თემა იყო „საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები“.

კონფერენციის პარალელურად ნიკოლოზ ფიცხელაური არჩეულ იქნა ზემოთხსენებული არბიტრაჟის საერთაშორისო არბიტრად.

კონფერენციის მსვლელობის პერიოდში შედგა საქმიანი მოლაპარაკებები უცხოელ კოლეგებთან, უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებთან, იურისტებთან; დაიგეგმა საინტერესო პროექტები. მიმდინარეობს მოლაპარაკებები ევროპის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებთან გაცვლითი პროგრამების განხორციელების თაობაზე. ამასთან ერთად, სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა კონკურსებსა თუ ღონისძიებებში, გაიარონ პრაქტიკა პოლონეთის უმსხვილეს სამედიატორო დაწესებულებაში.