ახალი ამბები

პოლონეთმა საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს უმასპინძლა

13 ივნისი 2018

2018 წლის 7-11 ივნისს პოლონეთში, ქალაქ ნოვი-ტომისლში, პოლონეთის საერთაშორისო არბიტრაჟის ორგანიზებით, ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „მედიაცია და არბიტრაჟი თეორიასა და პრაქტიკაში“.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები: არბიტრები, ეკონომისტები, იურისტები და ექსპერტები, ადგილობრივი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები.

საერთაშორისო კონფერენციაზე ქართულ მხარეს წარმოადგენდა გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სამეცნიერო განყოფილების უფროსი, სამართლის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ნიკოლოზ ფიცხელაური.

მისი მოხსენების თემა იყო: ,,არბიტრაჟის პოპულარიზაციის მთავარი ასპექტები საკანონმდებლო და პრაქტიკული კუთხით.’’

კონფერენციის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.


იხილეთ ფოტოგალერეა...