ახალი ამბები

პირველი წარმატება შავი ზღვის ლიგაზე

20 აპრილი 2015

2015 წლის 17-18 აპრილს ქალაქი ბათუმი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მხარდაჭერით, მხიარულთა და საზრიანთა კლუბის „შავი ზღვის ლიგის“ ჩემპიონატის მონაწილეებს მასპინძლობდა.

ჩემპიონატში სულ ათი გუნდი იღებს მონაწილეობას: „ადრენალინი“, „კაცუნები“, „ფოთის ნაკრები გუნდი“, „ წყალტუბო“, „იშვიათი იმერლები“, „ნეფტუნი“, „ლარიენი“, „მაკნატუნა“, „მუჩაჩოები“ და „კოზა ნოსტრა“.

გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის მხიარულთა და საზრიანთა გუნდის „კაცუნები“ წევრებმა მაყურებელს საინტერესო და მხიარული ნომრები შესთავაზეს და პირველი ტური წარმატებით გაიარეს.

მეორე ტურში რვა გუნდი მიიღებს მონაწილეობას: "ადრენალინი", "კაცუნები", "წყალტუბო", "იშვიათი იმერლები", "ნეფტუნი", "ლარიენი", "მაკნატუნა" და "კოზა ნოსტრა".

მეორე ტური 9-10 მაისს გაიმართება და ამჯერადაც ჩემპიონატის მონაწილეებს ქალაქი ბათუმი უმასპინძლებს.