ახალი ამბები

პირველი მატჩი და პირველი გამარჯვება

7 ივნისი 2021

დღეს, 2021 წლის 7 ივნისს, სტუდენტური ლიგა კალათბურთში 2020-2021 წლის სეზონი დაიწყო.

ტურნირში რვა გუნდი მონაწილეობს, რომელთაგან გამარჯვებული პროფესიულ ,,ა“ ლიგაში ასპარეზობის უფლებას მოიპოვებს.

პირველი შეხვედრა გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტის კალათბურთელებს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდთან ჰქონდათ და დამაჯერებელი გამარჯვებაც მოიპოვეს. მატჩი 88 : 67 დასრულდა.

შეჯიბრების ორგანიზატორია საქართველოს სპორტის ფედერაცია, რომელიც საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასთან ერთად, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ატარებს სტუდენტურ ლიგას.

ტურნირში სულ რვა გუნდი იღებს მონაწილეობას.

მომავალი მატჩები ჩვენს კალათბურთელებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ილიაუნის საკალათბურთო გუნდების წინააღმდეგ მოუწევთ.


იხილეთ ფოტოგალერეა...