ახალი ამბები

პირველი არხისა და EBU-ს ერთობლივ პროექტში სტუდენტებიც ჩაერთვებიან

23 აპრილი 2021

საქართველოს პირველი არხისა და ევროპულ მაუწყებელთა კავშირის(EBU) ერთობლივი პროექტები გრძელდება.

მიმდინარე წლის 7 მაისიდან პირველი არხის ბაზაზე არსებულ რეგიონულ სასწავლო ცენტრში საზოგადოებრივი მაუწყებელი და ევროპულ მაუწყებელთა კავშირის რეგიონული აკადემია ტრენინგების სერიას გამართავს. სესიების მუშაობაში, საზოგადოებრივი არხის ჟურნალისტებთან ერთად, სომეხი და და აზერბაიჯანელი ჟურნალისტებიც იქნებიან წარმოდგენილნი.

მედიის მიმართულების სტუდენტები წელს პირველად ერთვებიან პირველი არხისა და EBU-ის ერთობლივი პროექტში, რომლის ფარგლებშიც ტრენინგებს დაესწრებიან და მნიშვნელოვან გამოცდილებასაც მიიღებენ.

ამჯერად, კოვიდ პანდემიის გამო, ევროპელი მედია ტრენერები სესიებს დისტანციურად ჩაატარებენ.

აღნიშნულ პროექტში გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სპეციალობის ათი სტუდენტი მიიღებს მონაწილეობას.