ახალი ამბები

პანელური დისკუსია: ქალი ბიზნესში

8 მარტი 2024

2024 წლის 7 მარტს GIU-ს კამპანიის, ქალთა კვირეულის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩატარდა პანელური დისკუსია თემაზე: ,,ქალი ბიზნესში“.

მსმენელებს შორის იყვნენ ჯიუ-ს სტუდენტებიც, რომელთაც საკუთარ გამოცდილებას უზიარებდნენ მოწვეული სტუმრები:

  • ელი ელისაშვილი - საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ GIU-ს კანცლერი, ჩინეთის საერთაშორისო განათლების ჯგუფის დირექტორთა საბჭოს წევრი, ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის დირექტორი;
  • ნინა კეკელიძე - Discover Georgia-ს დამფუძნებელი, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ GIU-ს პროფესორი, ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ტურიზმის ასოციაციის საგანმანათლებლო კომიტეტის ხელმძღვანელი;
  • ნათია სურმანიძე - საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ GIU-ს ასოცირებული პროფესორი, შპს “ჰაბა-ით”, შპს “ისრაელის სახლი”, შპს “ფრიდა კალო ბარ რესტორნების პარტნიორი მენეჯერი, ფინანსური მენეჯერი. ქონსალთინგ კომპანია “Start business in Georgia”-ს დამფუძნებელი.