ახალი ამბები

ოთარ ჭიღლაძე: აბრეშუმის გზა - ისტორია, თანამედროვეობა და მომავალი

10 თებერვალი 2021

დღეს, 2021 წლის 10 თებერვალს გურამ თავათქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტისა და ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის ორგანიზებით, ონლაინ საჯარო ლექცია ,,აბრეშუმის გზა - ისტორია, თანამედროვეობა და მომავალი" ჩატარდა.

საჯარო ლექციას უძღვებოდა ოთარ ჭიღლაძე - პეკინის უნივერსიტეტის მაგისტრანტი, პლატფორმა ,,სინოლოგიას" დამფუძნებელი.

სპიკერმა ვრცლად ისაუბრა ისტორიული აბრეშუმის გზის ჩამოყალიბებისა და განვითარების თავისებურებებზე.