ახალი ამბები

ოთარ ბერძენიშვილი: საქართველო-კორეის ურთიერთობები და პერსპექტივები

16 აპრილი 2021

დღეს, 2021 წლის 16 აპრილს, გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტისა და ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის სპეციალური მოწვევით, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ბატონმა ოთარ ბერძენიშვილმა, ონლაინ ვებინარზე, მოწინავე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების, აზიაში სიდიდით მეოთხე ეკონომიკის, მომაჯადოებელი პოპ-კულტურითა და ტრადიციული ხელოვნებით მდიდარი ქვეყნის წარსულითა და დღევანდელობით დაინტერესებულ მონაწილეებს უმასპინძლა.

ვებინარის სახელწოდება იყო: „საქართველო-კორეის ურთიერთობები და პერსპექტივები“.

ონლაინ ვებინარმა დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

ვებინარის თემის მიმოხილვითი ნაწილის დასრულების შემდეგ სპიკერმა სტუდენტების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.


იხილეთ ფოტოგალერეა...