ახალი ამბები

ორმხრივად სასარგებლო ტრადიციის დასაწყისი

15 თებერვალი 2022

ბაჩანა სვანიძე - გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი

Erasmus+ მობილობის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ბაჩანა უნგრეთში, პეიჩის უნივერსიტეტში იმყოფება და უცხოელ თანატოლებთან, უკევ ახალ მეგობრებთან ერთად განაგრძობს სწავლას.

ბაჩანა სვანიძე მიმდინარე წლის 7 თებერვალს გაემგზავრა უნგრეთში და პეიჩის უნივერსიტეტში ერთი სემესტრის განმავლობაში დარჩება.

აღსანიშნავია, რომ გთუნი აქტიურად თანამშრომლობს 20-მდე უმაღლეს უცხოურ სასწავლო დაწესებულებასთან და ამჯერად პეიჩის უნივერსიტეტთან დაწყებული თანამშრომლობაც სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა აკადემიური გაცვლის საინტერესო და ორმხრივად სასარგებლო ტრადიციის დასაწყისი იქნება.