ახალი ამბები

ონლაინ ტრენინგი: თანამედროვე მენეჯმენტი-ცვლილებების მართვა

4 ნოემბერი 2020

დღეს, 4 ნოემბერს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტისა და სამეცნიერო კონსალტინგური ცენტრი „მომავლის მენეჯერის" მიერ ორგანიზებული უფასო ონლაინ ტრენინგი ჩატარდა.

ტრენინგის სახელწოდება იყო „თანამედროვე მენეჯმენტი - ცვლილებების მართვა“.
ონლაინ ტრენინგი ZOOM -ის პლატფორმის გამოყენებით ჩატარდა.
ტრენინგს უძღვებოდა ლალი ჩაგელიშვილი-აგლაძე - სამეცნიერო კონსალტინგური ცენტრის თავმჯდომარე.

თემის აქტუალობიდან გამომდინარე, ონლაინ ტრენინგმა დიდი ინტერესი გამოიწვია.

ტრენინგის მეორე ეტაპი მომავალ კვირაში, 11 ნოემბერს ჩატარდება.

ტრენინგის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.