ახალი ამბები

ონლაინ საჯარო ლექცია ფსიქოლოგიის სპეციალობის სტუდენტებისათვის

27 ოქტომბერი 2020

დღეს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის ფსიქოლოგიის სპეციალობის სტუდენტებისათვის ონლაინ საჯარო ლექცია ჩატარდა.

ლექციის სახელწოდება იყო „ფსიქოკონსულტირება 21-ე საუკუნეში - პრიორიტეტები და ნაკლოვანებები“.

ონლაინ საჯარო ლექციას უძღვებოდა ლალი ბრაგვაძე - განვითარების საერთაშორისო ცენტრის ფსიქოკონსულტანტი, WAPP, IAPP, EFCPP.