ახალი ამბები

ონლაინ კონფერენცია: COVID-19 და გლობალური გამოწვევები

30 ივნისი 2020

დღეს, 30 ივნისს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის „გთ კონსალტინგისა “ და სამეცნიერო კონსალტინგური ცენტრის „მომავლის მენეჯერის“ ინიციატივით რესპუბლიკური ონლაინ კონფერენცია ჩატარდა.

ონლაინ კონფერენციის სახელწოდება იყო „COVID - 19 და გლობალური გამოწვევები.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ევროპის უნივერსიტეტის, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სტუდენტებმა.

კონფერენციის მონაწილეებმა წარმოადგინეს საინტერესო თემები, ისაუბრეს პანდემიით გამოწვეულ პრობლემებსა და მათი დაძლევის გზებზე.