კურსდამთავრებულები და მეგობრები

ელენე მარგალიტაშვილი

ელენე მარგალიტაშვილი

მთავარი არხის დილის გადაცემა  ,,შენი დილა”  - ჟურნალისტი


გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი საუკეთესო არჩევანია, რაც ცხოვრებაში გამიკეთებია!

ეს არის ადგილი, სადაც გამჩნევენ; ადგილი, სადაც უკეთესი ადამიანი ხდები; ადგილი, რომელიც თავიდან თითქოს შორი, შემდეგ კი ყველაზე ახლობელია.

სადაც არ უნდა ვისწავლო, რომელი უნივერსიტეტის სახელიც არ უნდა შეემატოს ჩემს ბიოგრაფიას, ყოველთვის, როდესაც კითხვას დამისვამენ, ყველაზე დიდი სიამაყით, სითბოთი და სიყვარულით ვუპასუხებ, რომ მე გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის  სასწავლო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ვსწავლობდი! 

 


ახალი ამბები

მიზანი: მჭიდრო კავშირი რეალურ სექტორთან

15 აპრილი 2011

2011 წლის 15 აპრილს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტსა და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციას შორის  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი ითვალისწინებს უნივერსიტეტის სტუდენტთა პრაქტიკისა და სტაჟირების საკითხების ორგანიზებასა და განხორციელებას, ასევე უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა) შემუშავებასა და განხილვაში მონაწილეობის მიღებას.

მემორანდუმის ხელმომწერი მხარეები შეთანხმდნენ  სხვა მრავალ საინტერესო საკითხზეც, რაც უზრუნველყოფს მჭიდრო კავშირს თეორიასა და პრაქტიკას შორის რეალური სექტორისათვის  კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მოსამზადებლად.

ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი მათიაშვილმა და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა კონსტანტინე ნანობაშვილმა.