ახალი ამბები

ნოდარ ბერიანი - უნივერსიადა 2017 გამარჯვებული

5 ივლისი 2017

მიმდინარე წლის 28 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაცია, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან ერთად, „უნივერსიადა - 2017“ ატარებს.

ძიუდოში (90 კგ. წონითი კატეგორია) „უნივერსიადა 2017“ პირველი ადგილის მფლობელი გახდა გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის ტურიზმის სპეციალობის სტუდენტი ნოდარ ბერიანი.

ნოდარ ბერიანმა ეს ტიტული უკვე მეორედ მოიპოვა.

ვულოცავთ ნოდარს ამ მრწყინვალე გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებას.