ახალი ამბები

ნოდარ ბერიანი - ევროპის ღია პირველობის პრიზიორი

15 თებერვალი 2017

2017 წლის 4-5 თებერვალს პორტუგალია ძიუდოში ევროპის ღია პირველობის მონაწილე სპორტსმენებს მასპინძლობდა.

ევროპის ღია პირველობაზე ჩვენი ქვეყნის ღირსებას ბოლნისელი სპორტსმენი, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის ტურიზმის სპეციალობის სტუდენტი ნოდარ ბერიანი იცავდა.

ნოდარ ბერიანმა 90 წონით კატეგორიაში დამაჯერებლად იასპარეზა და ოთხი შეხვედრა საკმაოდ ძლიერ და პოპულარულ ძიუდოისტებს მოუგო.

ნოდარ ბერიანი ნახევარფინალში უძლიერეს ფრანგ მსოფლიო ჩემპიონთან აქსელ კლერგეტთან დამარცხდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მან ბრძოლა კვლავ გააგრძელა და ევროპის ღია პირველობის მესამე საპრიზო ადგილის მფლობელი გახდა.

ვულოცავთ ნოდარს ამ დიდ წარმატებას.