ახალი ამბები

ნიკო კვარაცხელია: როგორ დავგეგმო ტური

27 ივნისი 2021
დღეს, 27 ივნისს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტმა ტურიზმით დაინტერესებულ უფროსკლასელებს კიდევ ერთი საინტერესო ტრენინგი შესთავაზა.

ტრენინგის სახელწოდება იყო ,,როგორ დავგეგმო ტური".

ტრენინგს უძღვებოდა ჩვენი უნივერსიტეტის ლექტორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ტურიზმის ექსპერტი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ასოციაციის მრჩეველი ნიკო კვარაცხელია.

სწავლება პროფორიენტაციის პროექტის ფარგლებში ჩატარდა და უფროსკლასელების დიდი ინტერესი გამოიწვია.