უნივერსიტეტის რექტორი პირველკურსელებს მიესალმა.
კურსდამთავრებულები და მეგობრები
ელენე მარგალიტაშვილი
მთავარი არხის დილის გადაცემა ,,შენი დილა” - ჟურნალისტი
გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი საუკეთესო არჩევანია, რაც ცხოვრებაში გამიკეთებია!
ეს არის ადგილი, სადაც გამჩნევენ; ადგილი, სადაც უკეთესი ადამიანი ხდები; ადგილი, რომელიც თავიდან თითქოს შორი, შემდეგ კი ყველაზე ახლობელია.
სადაც არ უნდა ვისწავლო, რომელი უნივერსიტეტის სახელიც არ უნდა შეემატოს ჩემს ბიოგრაფიას, ყოველთვის, როდესაც კითხვას დამისვამენ, ყველაზე დიდი სიამაყით, სითბოთი და სიყვარულით ვუპასუხებ, რომ მე გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ვსწავლობდი!
ახალი ამბები
უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო
2013 წლის 16 სექტემბერს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში ახალი, 2013-2014 სასწავლო წელი დაიწყო.
უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი მათიაშვილი მიესალმა პირველკურსელებს, ესაუბრა უნივერსიტეტში დამკვიდრებულ და უკვე ტრადიციად ქცეულ სასწავლო პროცესსა და იმ სიახლეებზე, რომელიც ელოდება თითოეულ სტუდენტს და წარმატებები უსურვა მათ.
პირველკურსელებს საზეიმო განწყობა თბილისის მერიასთან არსებულმა საესტრადო ორკესტრ „ბიგ ბენდის“ წევრების მიერ ვირტუოზულად შესრულებულმა ჯაზურმა იმპროვიზაციებმა, ასევე მარიამ პავლიაშვილის, ბორის ბედიას, გიორგი სუხიტაშვილის, მარიკო ებრალიძისა და ზაურ შავგულიძის სოლო ნომრებმა კიდევ უფრო მეტად გაუხანგრძლივა.
სტუდენტების საზეიმო ეიფორია კარგა ხანს გაგრძელდა.
ყველას გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!








/20130916_Axali_Sascavlo_Celi_%282%29.png&width=410&height=275)