ახალი ამბები

მრგვალი მაგიდა - ჟურნალისტური განათლება: დღეს და ხვალ

10 მაისი 2023

2023 წლის 9 მაისს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა მრგვალი მაგიდა სახელწოდებით ,,ჟურნალისტური განათლება: დღეს და ხვალ“.

დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს უმაღლესი სასწავლებლების ჟურნალისტიკის მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელებმა, ექსპერტებმა და მოქმედმა ჟურნალისტებმა.

მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა იმსჯელეს იმ პრობლემების, გამოწვევების, რეალობისა და პერსპექტივების შესახებ, რომელიც, ფაქტიურად, დგას თანამედროვე ჟურნალისტიკისა და ჟურნალისტური განათლების წინაშე. ყურადღება გაამახვილეს დღეს მედია ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესაბამისობაზე, ჟურნალისტური განათლების შინაარსსა, ფორმებსა და მეთოდებზე.

შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე გიორგი მამაცაშვილი, რომელმაც ქართულ-ფრანგული პროექტის ფარგლებში გამოცემული სახელმძღვანელოს - ,,ჟურნალისტიკა“ შემოქმედებით ჯგუფის წევრებს ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სერგეი მესხის სახელობის პრემია მიანიჭა.

მისასალმებელია, რომ ამგვარი დისკუსიები და მსჯელობები ჟურნალისტთა მომავალი თაობების მომზადებას კიდევ უფრო მიმზიდველსა და საინტერესოს გახდის.


იხილეთ ფოტოგალერეა...