კურსდამთავრებულები და მეგობრები

ნოდარ ჯავახიშვილი

ნოდარ ჯავახიშვილი

ფარმსახლი,  კომერციული დირექტორი

 

2013 წელს დავამთავრე გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი სამართლის ფაკულტეტი.

ეროვნულ გამოცდებამდე დიდხანს ვფიქრობდი, სად ჩამებარებინა, თუ რომელი უნივერსიტეტი მომცემდა თანამედროვე განათლებას და დღეს უკვე ვხდები, რომ უმაღლესი სასწავლებლის არჩევანში არ შევმცდარვარ. მე მივიღე სწორედ ისეთი განათლება, რომელზეც თავისუფლად შეგიძლია ააშენო შენი მომავალი მყარი კარიერა.

გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის დახმარებით მოვხვდი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში - Charles University in Prague, დავამთავრე  მარკეტინგის ფაკულტეტი.

მადლობა გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, რომელთა დამსახურებითაც ჩვენ პროფესიონალებად ჩამოვყალიბდით, შევიძინეთ ცოდნა და ცხოვრების ასპარეზზე გავედით.

GTUNI   ის ადგილია, სადაც ყველა საშუალება გეძლევა, მიაღწიო დასახულ მიზანს.

გირჩევთ,  ბოლომდე იბრძოლოთ საკუთარი მიზნის მისაღწევად და ღირსეულად ატაროთ  ამ უნივერსიტეტის  სახელი.

ახალი ამბები

ნოტარიუსთა პალატასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

18 მარტი 2011

2011 წლის 18 მარტს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტსა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი მიზნად ისახავს სტუდენტების პროფესიული მომზადებისათვის ხელის შეწყობას, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და კვალიფიციური კადრების მომზადებას.

მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია სტუდენტებთან სისტემატური შეხვედრებისა და სემინარების ორგანიზება. ამასთან ერთად, სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა პრაქტიკული სწავლება გაიარონ ნოტარიუსთა პალატასა და სანოტარო ბიუროებში.

უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის სანოტარო საქმიანობის პრაქტიკული სწავლება სისტემატურ ხასიათს მიიღებს, რაც სამომვლოდ მათ დასაქმებასა და პროფესიულ წინსვლას შეუწყობს ხელს.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი მათიაშვილმა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარემ ნინო ხოფერიამ.