ახალი ამბები

მონიტორინგის ჯგუფის სტუმრობა გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში

10 ივლისი 2015

2015 წლის 12-19 ივლისს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი ტემპუსის პროექტის TEMPUS-Projekt N543681 – TEMPUS-1-2013-1-DE-TEMPUS-JPHES-CruiseT „Network of competence centres for the development of Cruise Tourism in the Black Sea Region” ფარგლებში მონიტორინგის ჯგუფის წევრებს მასპინძლობს.

მონიტორინგის ჯგუფის წევრებს დაგეგმილი აქვთ პროექტის მიმდინარეობისა და განვითარების პროცესის მონიტორინგი.

12 ივნისს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტს პროექტის კოორდინატორი პროფესორი ნიკლას შაპერი (გერმანია, პადერბორნის უნივერსიტეტი) ეწვია.

პროფესორმა მაია უკლებამ გააკეთა ანგარიში პროექტის მიმდინარეობისა და განვითარების შესახებ. სტუდენტებმა კი ისაუბრეს პროექტის ფარგლებში ჩატარებული საველე კვლევების თაობაზე.

პროფესორი ნიკლას შაპერი შეხვდა გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ გიორგი მათიაშვილს.

ამ დღეებში ბატონ ნიკლას ექსპერტთა ჯგუფის სხვა წევრებიც შემოუერთდებიან: ვოლფგანგ ფუქსი - გერმანია, ბადენ-ვიურთენბერგი, რავენსბურგის უნივერსიტეტი; ნატალი ბელჩი - გერმანია, ბადენ-ვიურთენბერგი, რავენსბურგის უნივერსიტეტი; იანა კუჩეროვა - სლოვაკეთი, ბანსკა-ბისტრიცას უნივერსიტეტი.

16 ივლისს დაგეგმილია პროფესორ ვოლფგანგ ფუქსის ლექცია თემაზე „მწვანე სასტუმროს კონცეფცია“.

18 ივლისს პროფესორი იანა კუჩეროვა წაიკითხავს ლექციას თემაზე „მდგრადი დესტინაციის მენეჯმენტი“.