ახალი ამბები

მომავალი ჟურნალისტები საზოგადოებრივი მაუწყებლისა და ევროპულ მაუწყებელთა კავშირის ერთობლივ ტრენინგზე

7 მაისი 2021

2021 წლის 7 მაისს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხის ბაზაზე არსებულ რეგიონულ სასწავლო ცენტრში საზოგადოებრივი მაუწყებლისა და ევროპულ მაუწყებელთა კავშირის(EBU) რეგიონულმა აკადემიამ ტრენინგების სერია დაიწყო.

ტრენინგზე, I არხის ჟურნალისტებთან ერთად, სომეხი და აზერბაიჯანელი კოლეგებიც იყვნენ წარმოდგენილნი.

წელს, მედიის მიმართულების სტუდენტებს, პირველად მიეცათ შესაძლებლობა, ჩართულიყვნენ I არხისა და EBU-ის ერთობლივ პროექტში.

ტრენინგი, კოვიდ პანდემიის გამო, დისტანცურ რეჟიმში ჩატარდა.

პირველი ტრენინგის თემა იყო „Tik Tok და Instagram“, რომელსაც ევროპულ მაუწყებელთა კავშირის აკადემიის ტრენერი ჯასტინ კინგსი უძღვებოდა.

აღნიშნულ პროექტში გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სპეციალობის ათი სტუდენტი (ქეთევან კეჭაყმაძე, სალომე ჭიკაძე, ნატო მაისურაძე, ელენე ფერაძე, მარიამ თორდია, თეა პარკაული, მარიამ გაბისკირია, დავით წიკლაური, სალომე წერეთელი და ნატალია არუთინიანი) იღებდა მონაწლეობას.

ტრენინგების სერია მედიის მიმართულებით სხვადასხა კურსს მოიცავს და ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

იხილეთ ფოტოგალერეა...