ახალი ამბები

ვენის მოდულის უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

15 მარტი 2022

კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში!

2022 წლის 15 მარტს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტსა და ვენის მოდულის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას სასწავლო და კვლევითი მიმართულებით.

მემორანდუმის ფარგლებში, შესაძლებელია სხვადასხვა სახის აქტივობის განხორციელება. მათ შორის, სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა გაცვლა. ასევე ერთობლივი საერთაშორისო პროგრამებისა და კვლევითი პროექტების შემუშავება-რეალიზება.