კურსდამთავრებულები და მეგობრები

ნოდარ ჯავახიშვილი
ფარმსახლი, კომერციული დირექტორი
2013 წელს დავამთავრე გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი სამართლის ფაკულტეტი.
ეროვნულ გამოცდებამდე დიდხანს ვფიქრობდი, სად ჩამებარებინა, თუ რომელი უნივერსიტეტი მომცემდა თანამედროვე განათლებას და დღეს უკვე ვხდები, რომ უმაღლესი სასწავლებლის არჩევანში არ შევმცდარვარ. მე მივიღე სწორედ ისეთი განათლება, რომელზეც თავისუფლად შეგიძლია ააშენო შენი მომავალი მყარი კარიერა.
გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის დახმარებით მოვხვდი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში - Charles University in Prague, დავამთავრე მარკეტინგის ფაკულტეტი.
მადლობა გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, რომელთა დამსახურებითაც ჩვენ პროფესიონალებად ჩამოვყალიბდით, შევიძინეთ ცოდნა და ცხოვრების ასპარეზზე გავედით.
GTUNI ის ადგილია, სადაც ყველა საშუალება გეძლევა, მიაღწიო დასახულ მიზანს.
გირჩევთ, ბოლომდე იბრძოლოთ საკუთარი მიზნის მისაღწევად და ღირსეულად ატაროთ ამ უნივერსიტეტის სახელი.
ახალი ამბები
იმიტირებული სასამართლო პროცესი
2011 წლის 8
ივნისს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში იმიტირებული
სასამართლო პროცესი გაიმართა.
სამართლის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტები
უნივერსიტეტის იმიტირებულ სასამართლო დარბაზში განიხილავდნენ ყაჩაღობის ფაქტზე
ჩადენილ დანაშაულს, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
179–ე მუხლის, მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით,
236–ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით. საქმეში, პირობითად, წარმოდგენილი იყო მოსამართლე,
სხდომის მდივანი, სამი ბრალდებული, მათ შორის: ერთი - არასრულწლოვანი, მეორე - უცხო ქვეყნის
მოქალაქე, მესამე - საქართველოს მოქალაქე,
მათი ადვოკატები, ბრალდების მხარის ორი
წარმომადგენელი, მოწმეები, ექსპერტები და, რა თქმა უნდა, დაზარალებული.
იმიტირებული სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ სამართლის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა შენგელი ფიცხელაურმა მადლობა გადაუხადა სტუდენტებს, აგრეთვე მიუთითა იმ მინიმალურ ხარვეზებზე, რომელთაც ადგილი ჰქონდა სასამართლოს მსვლელობისას.
იმიტირებულ სასამართლო პროცესებს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში სისტემატური ხასიათი ექნება, რაც ხელს შეუწყობს მომავალი იურისტების თეორიული ცოდნის სასამართლო პრაქტიკასთან შერწყმას.