ახალი ამბები

მილან ლიი: ჰანბოკის მასტერკლასი

17 მარტი 2021

დღეს, 2021 წლის 17 მარტს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტისა და ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის ორგანიზებით, ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის მიერ სამხრეთ კორეიდან მოწვეულმა პედაგოგმა მილან ლიიმ ჰანბოკის(კორეული ტრადიციული სამოსის) ჭრის მასტერკლასი შემოგვთავაზა.

სამხრეთ კორეაში ცნობილი - ჰანბოკი, ხოლო ჩრდილოეთ კორეაში - ჩოსონოტი კორეული ტრადიციული კაბა სამოსია. ტერმინი „ჰანბოკი“, ანუ „კორეელთა ტანისამოსი“ სათავეს იღებს სამი სამეფოს პერიოდიდან (ძვ.წ. I ს. - ახ.წ. VII ს). კაბამ ბევრჯერ განიცადა სახეცვლილება, თუკი სამოსის ქვედა ნაწილი ყოველთვის ნათელ ფერებში გადაწყვეტილი მაღალწელიანი ქვედატანი იყო, ზედა ნაწილი ადრეულ პერიოდში სოციალური ფენის მიხედვით იცვლებოდა; მაღალი სტატუსის ქალბატონები გრძელ „ პალტოსებრი“ ზედა ტანით ჩნდებოდნენ საზოგადოების წინაშე, ხოლო დაბალი ფენის წარმომადგენლები უპირატესობას მოკლე ზედა სამოსს ანიჭებდნენ, რითიც უფრო ხაზს უსმევდნენ თავიანთ დედობრივ ინსტინქტს და ქალურობას. თანამედროვე სამყაროში კორეელი ქალბატონები სულ უფრო ხშირად ჩნდებიან ტრადიციული სამოსით ოფიციალურ შეხვედრებზე, ფესტივალებსა თუ ცერემონიალებზე.


იხილეთ ფოტოგალერეა...