ახალი ამბები

მეორე თამაში - მეორე გამარჯვება

30 იანვარი 2022

დღეს ჩვენი უნივერსიტეტის კალათბურთელებმა მეორე ოფიციალური მატჩი გამართეს.

ამჯერად ჩვენი მეტოქე იყო საკალათბურთო კლუბი "კავკასია".

შეხვედრა გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის კალათბურთელების გამარჯვებით, ანგარიშით 80-70, დასრულდა.

ვულოცავთ ჩვენს ბიჭებს ამ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ შემდგომ თამაშებში.