ახალი ამბები

დაძაბული ორთაბრძოლა და დამსახურებული გამარჯვება

21 ივნისი 2022

დღეს, 21 ივნისს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის კალათბურთელებმა მეორე მატჩი გამართეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდთან.

საკმაოდ დაძაბულ და სანახაობრივ ორთაბრძოლაში ჩვენმა გუნდმა დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. მატჩი ანგარიშით 74-65 დასრულდა.

მომდევნო თამაშს გთუნის კალათბურთელები შაბათს, 25 ივნისს, ჩაატარებენ.

ჩვენი მეტოქე იქნება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი.