კურსდამთავრებულები და მეგობრები

 მერაბ გაბუნია

მერაბ გაბუნია

შპს "პარკ ჰოტელი'' - დირექტორი


დავამთავრე თბილისის ეკონომიკიურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი, სადაც გავიარე ოთხ წლიანი პროფესიული კურსი, რამაც მომცა უდიდესი ცოდნა და სურვილი გამეგრძელებინა სწავლა, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში.

სამაგისტრო პროგრამის სწავლებისას, გავიარე ფინანსებისა და საბანკო საქმის კურსი, მივიღე მაგისტრის ხარისხი. აქ მიღებული განათლება და გამოცდილება წარმატებულად გამოვიყენე კარიერულ ცხოვრებაში. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ გურამ თავართქილაძეს და პროფესორ მასწავლებლებს რომ მომეცა საშუალება მესწავლა ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში და მინდა ვუსურვო ამჟამინდელ და მომავალ სტუდენტებს შეინარჩუნონ უნივერსიტეტის ტრადიციები და მიაღწიონ დასახულ მიზანს, წარმატებას!

ახალი ამბები

შეხვედრა გურამ დოჩანაშვილთან

22 ნოემბერი 2011

2011 წლის 22 ნოემბერს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები თანამედროვეობის ერთ-ერთ უდიდეს ქართველ მწერალს– გურამ დოჩანაშვილს შეხვდნენ.

უნივერსიტეტის სააქტო დარბაზი დაინტერესებულ მსმენელს ვერ იტევდა...
მწერალთან შეხვედრა საოცრად თბილი, გულახდილი, საინტერესო და ორიგინალური გამოვიდა.
იყო ბევრი შეკითხვა... შეკითხვები გავლილი წლებისა და ცხოვრების სხვადასხვა პერიოდის, დღევანდელობისა და წარსულის პარალელების, კანუდოსი – თავისუფლების ქალაქის, სამომავლო ხედვის, შემოქმედებითი მუზის, თანამდროვე მწერლობისა თუ დამწყებთა თაობაზე.
მწერალი კი პასუხობდა.... პასუხობდა გულწრფელად, მამაშვილური სითბოთი და უშუალობით.
სიყვარული, სიკეთე, შეუპოვარი ბრძოლა ბოროტების წინააღმდეგ და თავისუფლებისკენ სწრაფვა – ეს ის თემებია, რომლის შესახებაც დიდხანს გაგრძელდა მსჯელობა.
თუმცა, მოწოდება იმის თაობაზე, რომ ზოგადად ახალგაზდებმა ბევრი უნდა იკითხონ და უნდა უყვარდეთ ერთმანეთი ლაიტმოტივად გასდევდა ამ შეხვედრას.
„დედამიწას სიყვარული ატრიალებს... ასე რომ არა, დაიქცეოდა... ამდენი ცოდვა დაამძიმებდა... ვერ შეძლებდა ბრუნვას, ზოგ–ზოგებისადმი სიყვარული რომ არა“.