ახალი ამბები

მასტერკლასი: ფსიქოლოგია როგორც პროფესია - მოლოდინი VS რეალობა

22 მარტი 2024

2024 წლის 21 მარტს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ში აბიტურიენტებისა და სტუდენტებისთვის ჩატარდა უფასო, Online მასტერკლასი ,,ფსიქოლოგია როგორც პროფესია - მოლოდინი VS რეალობა“.

შეხვედრას უძღვებოდა ნათია ობგაიძე- გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგიის დოქტორანტი, GIU-ს ასოცირებული პროფესორი. ტრენერთა ასოციაციის ასოცირებული წევრი, საქართველოს კოგნიტურ - ბიჰევიორული თერაპიის საზოგადიების წევრი.

მასტერკლასის ფარგლებში სპიკერმა ისაუბრა შემდეგ თემებზე:

  • ფსიქოლოგიის სფეროში არსებული მთავარი გამოწვევები;
  • მითები და რეალობა ფსიქოლოგიის/ფსიქოლოგების შესახებ;
  • სტუდენტების მოლოდინები და რეალობა;
  • რას უნდა ველოდოთ, რას მოგვცემს ფსიქოლოგია;
  • როგორ შეიძლება დავგეგმოთ სწავლა და შემდგომ კარიერა სწორად;
  • რა შესაძლებლობებია დღეს ქვეყანაში ამ კუთხით და რა მოთხოვნებს გვიყენებს სფერო.

აღნიშნული შეხვედრა აბიტურიენტებსა და სტუდენტებს დაეხმარება შეიქმნან სწორი წარმოდგენა არჩეული, ან მომავალი პროფესიის შესახებ და შეძლონ გააკეთონ არგუმენტირებული არჩევანი.