ახალი ამბები

მასტერკლასი ენეაგრამასა და ნეიროლინგვისტიკაში

30 ნოემბერი 2016

2016 წლის 30 ნოემბერს, კლუბი „რეპორტიორის“ ინიციატივით, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტები, სასწავლო ფორმატის ფარგლებში, საზოგადოებრივი მაუწყებლის კორესპონდენტს ბრიუსელში ჟურნალისტ გიორგი ფოფხაძეს შეხვდნენ.

თავდაპირველად სტუმარმა საკუთარი თავის შესახებ ისაუბრა. გაიხსენა მის მიერ მომზადებული ის სიუჟეტებიც, რომელიც ესოდენ ამშვენებს მისი, როგორც ჟურნალისტის, ხიფათით სავსე ცხოვრებას. რადიო „თავისუფლება“, „Associated Press“, რადიო „FRANSE“, გერმანული „KABEL 1”, “EVRONEWS”. ეს არის მედიასაშუალებების ის მოკლე ჩამონათვალი, სადაც მას მოუწია საქმიანობა.

ამის შემდეგ გიორგი ფოფხაძემ მომავალ ჟურნალისტებს მასტერკლასი ჩაუტარა და თვითანალიზის ერთ-ერთ ძალიან გავრცელებულ მეთოდზე, რომელსაც ენეაგრამა ეწოდება, ასევე ადამიანთა ქცევისა და კომუნიკაციის ახალი მოდელის - ნეიროლინგვისტიკის თაობაზე ესაუბრა.

შეხვედრის დასასრულს გიორგი ფოფხაძემ სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა და შთაბეჭდილებათა წიგნში ჩანაწერიც გააკეთა.