ახალი ამბები

მასტერკლასი აბიტურიენტებისთვის: კარიერა ციფრულ მარკეტინგში

12 მარტი 2023

2023 წლის 11 მარტს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით, აბიტურიენტებისთვის ჩატარდა კიდევ ერთი საინტერესო მასტერკლასი სახელწოდებით ,,კარიერა ციფრულ მარკეტინგში“.

მასტერკლასზე აბიტურიენტებმა მიიღეს ინფორმაცია ისეთ საკვანძო თემებზე, როგორიცაა:

  • რა არის ციფრული მარკეტინგი;
  • ციფრული მარკეტინგის ინსტრუმენტები;
  • ტოპ 10 ციფრული მარკეტინგის უნარი;
  • ციფრული მარკეტინგული კარიერა და სხვა.

შეხვედრას უძღვებოდა ნინო ჭანტურია - GTUNI-ის ასისტენტ-პროფესორი; 10-წლიანი გამოცდილებით მარკეტინგის სფეროში.