ახალი ამბები

მასტერკლასი სტუდენტებისთვის: შემოქმედებითი აზროვნება

17 მარტი 2023

2023 წლის 16 მარტს, GTUNI-ს სტუდენტებს ჟურნალისტიკის პროგრამის ხელმძღვანელის, ქალბატონი მარინა ვეკუას ორგანიზებით, მასტერკლასი ჩაუტარდათ.

სტუდენტური კლუბი ,,Reporter“-ის ერთ-ერთი კამპანიის: ,,სტუმარი აუდიტორიაში" ფარგლებში, მოწვეული იყო აშშ-ს ბაზარზე მოღვაწე ქართველი შემოქმედი, ანგლისტიკისა და ფსიქოლოგიის დოქტორი, მწერალი, კომპოზიტორი - მანანა ბაქრაძე.

,,შემოქმედებითი აზროვნების" მასტერკლასზე, ქალბატონი მანანა შეეხო შემდეგ ძირითად საკითხებს:

  • ამერიკის შეერთებულ შტატებში მიღებული გამოცდილება;
  • ქართველ ჟურნალისტთა კარიერული განვითარების შესაძლებლობა აშშ-ში;
  • Storytelling და ნარატივის ტექნიკა;
  • კრეატიული აზროვნების ჩამოყალიბებისა და იდეის განვრცობის გზები;
  • კრეატივი ხელოვნებაში, მუსიკასა და ლიტერატურაში.

GTUNI მადლობას უხდის ქალბატონ მანანას საინტერესო შეხვედრისთვის და სტუდენტებს ჩართულობისთვის.