ახალი ამბები

ლიტვაში ახალგაზრდა ელჩის სტატუსით

25 თებერვალი 2015

გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის კურსდამთავრებული სანდრო ვეკუა 2014 წლის ‘”საქართველოს ახლგაზრდა ელჩის” კონკურსის გამარჯვებულია.

კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდა.

კონკურსის ორგანიზატორი იყო საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო.

სანდრო ვეკუა „ახალგაზრდა ელჩის“ სტატუსით ლიტვიის რესპუბლიკაში გაემგზავრა.

პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს პოპულარიზაციას (სხვადასხვა კულტურულ - საგანმანათლებლო თუ სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა), მეზობელ ქვეყნებში და ჩვენი ქვეყნისათვის მხარდამჭერ მეგობართა ქსელის შექმნას.