ახალი ამბები

ლექცია თემაზე: მედიაცია და არბიტრაჟი

24 იანვარი 2020

2020 წლის 24 იანვარს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრს, მედიაციისა და არბიტრაჟის განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს სალომე ბეჟაშვილს მასპინძლობდნენ.

სტუმარმა სტუდენტებს მიაწოდა ინფორმაცია ზოგადად მედიაციასა და მასთან დაკავშირებული პროცესების თაობაზე, უპასუხა დასმულ შეკითხვებს.

შეხვედრა საინტერესოდ და ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა.